ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა, დეკემბრის ბოლო კვირიდან დაიწყოს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებით, საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა, დეკემბრის ბოლო კვირიდან დაიწყოს.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში ვაქცინას პირველ ეტაპზე ხანდაზმული ადამიანები მიიღებენ.

საფრანგეთს ვაქცინის 200 მილიონი დოზა წინასწარ აქვს შეკვეთილი. როგორც კასტექსმა აღნიშნა, საფრანგეთი „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის 1 160 000 დოზას დეკემბრის ბოლოსთვის, ხოლო დამატებით 667 000 დოზას იანვრის დასაწყისისთვის მიიღებს. საფრანგეთის მოსახლეობისთვის ვაქცინის კიდევ 1.6 მილიონი დოზა თებერვალში იქნება ხელმისაწვდომი.

იტვირთბა....