პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცებსა და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადების საკითხს სოციალურ ქსლში ეხმიანება.
“მეტრონომი” პოლიტოლოგის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ გარკვეული დათქმით უმჯობესი იყო პარლამენტი შემდგარიყო და კრიზისს მის კედლებში გადაენაცვლა.
სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობის გამოყენების შანსი პრაქტიკულად აღარ არის.
ეს არის მოცემულობა და მიზეზების გარკვევას აზრი აღარ აქვს.
მას შემდეგ, რაც 50-მა დეპუტატმა განცხადება დაწერა უფლებამოსილების მოხსნაზე, დარჩენილი 10-ის აპელირება “სახელმწიფო ინტერესებზე” აზრს კარგავს. მათი ყველა არგუმენტი ანულირებულია, რადგან ისინი რომც შევიდნენ, ვერც ერთი მათ მიერ დაანონსებული რეფორმა ვერ შედგება.
შესაბამისად, ამ ვითარებაში მათი შესვლა პარლამენტში უკვე ცალსახად იქნება აღქმული, როგორც პირადი პრობლემის გადაწყვეტა სუბიექტური მიზეზებით და არა როგორც პრინციპების დაცვა და ქვეყანაზე ზრუნვა…” – წერს სოციალურ ქსლში პოლიტოლოგი.