“ყოველდღიურად მიმდინარეობს იმაზე მსჯელობა, თუ რა შეზღუდვები შეიძლება, შემსუბუქდეს 24 დეკემბერს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მოდით, ყველანი დავფიქრდეთ იმაზე, გვიღირს თუ არა, ჩვენ რესტორანში რომ წავიდეთ ამიტომ, დღეში 50 კაცი გარდაიცვალოს.
“თქვენ თვითონ ხედავთ ციფრებს. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების დღიური მაჩვენებელი თითქმის ორჯერ გაიზარდა, ჩვენ ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ შემთხვევები არ მატულობს. აჭარაში კლების ტენდენცია ყველაზე კარგად გამოჩნდა. ჯერ მთლიანად ქვეყანაში ეს კარგად არ ჩანს. მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეზღუდვებმა თავისი ფუნქცია შეასრულა. სტაბილიზაცია მიღწეულია. კლების ტენდენცია იგრძნობა. იმედი გვაქვს, რომ ათ დღეში შემთხვევების კლება, შესამჩნევი გახდება.
მოდით, ყველანი დავფიქრდეთ იმაზე, გვიღირს თუ არა, ჩვენ რესტორანში რომ წავიდეთ ამიტომ, დღეში 50 კაცი გარდაიცვალოს. ეს ყველაფერი ასაწონ-დასაწონია. მართლაც ყოველდღიური მუშაობა მიდის, რომ შეზღუდვები შემსუბუქდება, რა დოზით, რა მასშტაბით, ამაზე ჯერ კიდევ მსჯელობა მიმდინარეობს,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.