თბილისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები აფქრიკის დასახლებაში მოქალაქეთა საცხოვრებელი ფართის დემონტაჟს აპროტესტებენ, ხმაური იყო.
აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი მივიდა, რასაც შეკრებილთა გაღიზიანება მოჰყვა:
როგორც თავად განმარტეს, არ სურთ, ხალხს ეგონოს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან, ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოვა ხელისუფლებაში.
თავად ხაბეიშვილმა კი თქვა, რომ ადამიანების ინტერესები აღელვებს.
„ადგილობრივები აგერ არიან. მე ამ ადამიანების ინტერესები მაინტერესებს, ვისაც ფეხით გადაუარეს გუშინ…. შენ ადგილობრივიც არ ხარ, დოლიძელი ხარ, მე ის საარჩევნო უბანი მოვიგე “, – მიმართა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში პირად საკუთრებად გაუფორმებე; ტერიტორიაზე აშენებული ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის გადაწყვეტილებით გუშინ 15 დეკემბერს, დაიწყო. დემონტაჟის პროცესს დასახლებაში დაპირისპირება მოჰყვა.მათი თქმით, დანგრეული შენობები მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა.