თბილისის მერიასთან აფრიკის დასახლების მცხოვრებლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სადაც დასახლებაში დაწყებული დემონტაჟის პორცესს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები უნებართვოდ აშენებული ნაგებობების მოქალაქეებისთვის დაკანონებას და დასახლებაში ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნიკაციების, გაზისა და წყლის გაყვანას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებს თბილისის მერთან, კახი კალაძესთან შეხვედრასაც მოითხოვენ. ადგილზე სამართალდამცავებიც არიან მისულები.
აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აგებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი თბილისის მერიის გადაწყვეტილებით გუშინ 15 დეკემბერს, დაიწყო. დემონტაჟის პროცესს ასახლებაში დაპირისპირება მოჰყვა. ნაგებობების მფლობელების თქმით, დანგრეული მშენებარე ნაგებობი მათი ერთადერთი საცხოვრისი იყო. მათ ნაწილს დემონტაჟის დროს მშენებლობა თითქმის დასრულებული ჰქონდა.