მთავარი ციტატა

“წულუკიანი ამათ სერიოზულ შარში გახვევს! – არ უნდა ჩამოგელაბორატებინა გრიგოლიჩ არააა!” – ნინო მეტრეველი

“წულუკიანი ამათ სერიოზულ შარში გახვევთ. თუ არადა, აგერა ვარ მე და აგერაა გრიგოლიჩი…არ მჯერა, ისეთი მიამიტია, რომ გუშინ რა სტრასბურგია სასამართლო, რისი კერძო დავა, ,,რუსთავი 2” ჩვენ, ხელისუფლებამ დაგიბრუნეთო, წამოცდა. მახსოვს 2018 წელს, დროებითი მთავრობა რომ იქმნებოდა და ხმები დადიოდა წულუკიანს მოისვრიანო, წაიმუქრა ხელისუფლების გარეთ უფრო თავისუფალი და შემტევი ვიქნები, ამ ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდებაო და მერე ისევ გაამინისტრა იმ კაცმა.. არ უნდა ჩამოგელაბორატებინა გრიგოლიჩ არააა! . “

ნინო მეტრეველი – ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ნინო მეტრეველი  “რუსთავი2”-ში თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მფლობელისთვის “რუსთავი2”-ის დაბრუნებაში “ქართულ ოცნებასა” და იუსტიციის სამინისტროს დიდი წვლილი მიუძღვის. 

იტვირთბა....