“ჩვენ უარს ვამბობთ მანდატებზე, მაგრამ ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ეს არის სამართლიანი და სწორი ბრძოლა, რომელმაც უნდა დაასრულოს ტყუილზე, თვალთმაქცობაზე კანონდარღვევაზე დაფუძნებული რეალობა. ჩვენ უნდა გადავიდეთ სრულიად ახალ რეალობაში. ამ აქტით ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ პოლიტიკაში მოვედით არა იმიტომ, რომ თანამდებობები ან ოფიციალური სტატუსები გვჭირდებოდა, არამედ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ბრძოლისთვის.”
ანა ნაცვლიშვილი – “ლელოს” წევრი
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ლელო“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თავის სიტყვას ასრულებს.