ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს.

“სერიოზული დარტყმა არის ჩემთვის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩააგდო “ქართულმა ოცნებამ” საქართველო. მაშინ როცა გართმევენ არჩევანს, მაშინ როცა საშუალება აღარ არის, რომ ამ ქვეყანამ განვითარება ჰპოვოს არჩევნების სახით, ამ დროს ამ გადაწყვეტილების გარდა სხვა გზა აღარ გრჩება ადამიანს. ეს არის ჭეშმარიტი, სწორი გადაწყვეტილება ოპოზიციისა, ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით იმიტომ, რომ მე მინდა, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და ეს ქვეყანა წავიდეს წინ, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” სამწუხაროდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ჩააგდო ამ მდგომარეობაში”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

იტვირთბა....