კახეთში თელავის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით, ცნობილი პედიატრი, ივანე ამბარდანიშვილი გარდაიცვალა.
ექიმი მკურნალობას თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოგვიანებით, ის თბილისის კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ექიმი 80 წლამდე იყტო და მას რთული თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, დღეს კოორნავირუსით კიდევ ერთი ექიმი ქუთაისში გარდაიცვალა.