ნაკლებად არის მოსალოდნელი პარლამენტში ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას შეეხოს – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
კითხვაზე: შეეხება თუ არა ამნისტია იმ პირებს, ვის შესახებაც ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არიან, კონკრეტულად კი გიორგი რურუას? სარჯველაძემ უპასუხა: „პოლიტპატიმრის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას“.
„რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამის გავრცელებას, ალბათ, უმჯობესი იქნება მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია ეს შეეხოს იმ პირებს, ვისზეც თქვენ სვამდით კითხვას“, – განაცხადა სარჯველაძემ.