“ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძე იუსტისიის ყოფილის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც წინა ხელისუფლება მას ოჯახში უვარდებოდა.
ელისო კილაძე სოციალურ ქსელში მისი შვილის დაჭერის ფაქტსაც იხსენებს.
“წულუკიანი თეა მხოლოდ ახლა ვნახე თქვენი წუხანდელი შეშფოთება-ჟურნალისტები სახლში შეუვარდნენ ჩემს ძმისშვილსო. გეთანხმებით-ცუდია ბავშვების დისკომფორტი! მაგრამ…ჩვენც გვყავს შვილები!
ჩემი შვილი თქვენმა ხელისუფლებამ ნარკოტიკების ჩადებით დააკავა და 120 დღე იჯდა ციხეში, სამუდამო პატიმრობის პერსპექტივით! ამ 120 დღის განმავლობაში სუსი, სადაც თქვენი მეუღლე ანალიტიკური სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, უბინძურესი კამპანიით იყო დაკავებული ჩემი ოჯახის და ორივე შვილის წინააღმდეგ, თქვენ კი უტიფრად მადლობებს უხდიდით საჯაროდ სოსო გოგაშვილს!
ასე, რომ მორჩით ორმაგი სტანდარტით ნიანგის ცრემლების ღვრას ეთერში!!!!”- წერს ელისო კილაძე.