ქუთაისში კორონავირუსის ინფექციით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ექიმი გენადი ესაკიაა, რომელიც ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უროლოგად მუშაობდა.
ექიმი კორონავირუსით რამდენიმე ხნის წინ დაინფიცირდა. მისი მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ექიმების ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადება ჰქონდა, რამაც მისი მდგომარეობა დაამძიმა.