ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„აფრიკაში” მცხოვრებ ბიჭს გიორგი კეკელიძე სტიპენდიას დაუნიშნავს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელსი გავრცელებულ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები  მამა-შვილის ფოტოს ეხმიანება.

როგორც გიორგი კეკელიძე წერს, ის არასწრულწლოვან ბიჭს სტიპენდის დაუნიშნავს.

„ასე გადავწყვიტეთ: ერთ პატარა მოსწავლეს, იმ მიუსაფარი „აფრიკული” ოჯახებიდან, ჩვენი ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ და მთელი წელი სასკოლო ინვენტარით მოვამარაგებთ“,- წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება 15 დეკემბერს, დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა მამა-შვილის ფოტო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ისინი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებნი არიან.

 

იტვირთბა....