სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 087 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 27 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 150 218 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 556-ია.
ამასთან, სომხეთში მკურნალობა კი ამჟამად 18 331 ინფიცირებულს უტარდება.