“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კახა კალაძე ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა და ის უარს იტყოდა, მოსულიყო ჩემს გადაცემაში,” – ამის შესახებ “რეაქციის” წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემაში განაცხადა.
“გულწრფელად გეტყვით, დღეს, როგორც არასდროს, ისე მინდოდა მაგალითად, მერის პასუხები, ხელისუფლების პასუხები, იქნებ ჩვენ ვცდებით რაღაცაში, იქნებ აქვთ არგუმენტები ამ სისასტიკის მიღმა.
ვინმეს რომ მოვეკალი წინა ცხოვრებაში, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კახა კალაძე ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა და ის უარს იტყოდა, მოსულიყო ჩემს გადაცემაში. ან რომელიმე სხვა, თუნდაც ძალიან კრიტიკულ გადაცემაში. შეიძლება გაგეღიმოთ, მაგრამ ეს ჩემი გულწრფელი ნათქვამია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ დღეს მე გადაცემა ისე წამეყვანა, რომ მერის პახუსები არ მქონოდა”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ცნობისთვის, 15 დეკემბერს გადაცემა “რეაქცია” აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს ეძღვნებოდა.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება 15 დეკემბერს, დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.