„უი, რას ამბობთ. კარგით, არ გვინდა ახლა თავიდან ჩხუბი. ჩვენ კი არ დაგიბრუნეთ, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ“, – ასე უპასუხა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა “რუსთავი 2”-ის გადაცემის წამყვანს, ირაკლი იმნაიშვილს კითხვაზე, რომელიც მან ყოფილ მინისტრს “არხის დაბრუნებასთან” დაკავშირებით დაუსვა.
გადაცემის წამყვანმა აღნიშნული კითხვის დასვამდე განაცხადა, რომ “რუსთავი 2-“ის ახლანდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გდააწყვეტილებით დაუბრუნდა, რაზეც წულუკიანმა მკაფიოდ განუცხადა:
„უი, რას ამბობთ. კარგით, არ გვინდა ახლა თავიდან ჩხუბი. ჩვენ კი არ დაგიბრუნეთ, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ“, – განაცხადა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა.
ამასთან, ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „რუსთავი 2-ის“ ხალვაშისთვის დაბრუნება არის „ქართულ მედიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროპის სასამართლოს გადაყვეტილებით დაუბრუნდა მედია მფლობელს“, წულუკიანმა განაცხადა:
„კი ბატონო, შევთანხმდეთ, „ქართულ ოცნებას“ ამ დროს ეძინა. კიბატონო, შევთანხმდით. „ქართულ ოცნებას“ და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინათ და კანონიერება თავისი აღდგა ამ საქმეზე. ეს თქვენი სიტყვებია და თქვენ გქონდეთ“. – განაცხადა წულუკიანმა.
იხ: ვიდეო: