„ყველას მოგაკითხავთ და მორალური ზიანის 50.000 ლარს დაგადებინებთ, რომელიც წნორის ბავშვთა სახლს გადაერიცხება!“ – აღნიშნულ განცხადებას, ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ლალი მოროშკინა სოციალუი ქსელით ავრცელებს.
„მეტრონომი“ ლალი მოროშკინას „ფეისბუქ“ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
„აი ახლა კარგად მომისმინეთ ჩემიანებმა და არაჩემიანმა მედიამ!!! (არ გასახელებთ, რომ რეკლამა არ გაგიკეთოთ!)
ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის პატივისცემა, რომ არა, პირადად ბატონი ბიძინას როლი, ჩემი სიმართლის ძიებაში(2014 წლის სასჯელაღსრულების საქმე)
ჩემი საქართველოში დაბრუნება და 2012 -იანელების იდეალები, დიდი ხანია ზოგიერთებს ჩამოგირგებდით დამსახურებულ “ორდენებს”!
ეტყობა გაფანტული სკლეროზი გჭირთ მავანთ!
დაგავიწყდათ ჩემი მძიმე ხელი? ახლა საქმე! მე შევქმენი, ე.წ. “სიღნაღის საქმე” !
მე, პირადად გადავეცი სასამართლოს ყველა მტკიცებულება!!!
ბევრი დარღვევაა ყველა რეგიონში და ამას პირველ რიგში მე ვყვირივარ!!!!
სამწუხაროდ
ვიმეორებ
ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ,
ჩემი არცერთი ინიციატივა არც დაფინანსებული და არც მედია-მხარდაჭერილი არ ყოფილა!!
მეტიც!!!
ენერგოპროსთან სიღნაღის პრობლემები, ენერგო- ომბუცმენთან, პირადად ჩემი განცხადების საფუძველზე მოგვარდა!!!!(2019) სიღნაღელებს კარგად ახსოვთ 18 საათიანი გათიშვები და სრული წყვდიადი გაგანია სეზონის დროს!!!!
სად იყო მაშინ ან მერია, ან მედია??
არანაირი რეაგირება ან ხელშეწყობა პირველ ტურისტულ ზონაში,არ ყოფილა-
ს ა მ წ უ ხ ა რ ო დ!!!!!!
ყველა ვინც კონკრეტულად ჩემი სახელს შეეხება, სასამართლოში ამოყოფს თავს!
თუ სტუმარი მოდის სიღნაღში, ჩემთან-მხოლოდ ჩემი პირადი ხარჯია და “თი-ბი-სი” ბანკში 120.000 ევროს ვალი!!!!!
დამწყები მწერლები, პოეტები, მხატვრები -პირადად ჩემი სტუმრები არიან და ხინკალს მოვუხარშავ თუ ყავას-ეს ჩემი სტუმართ-მასპიძლობის ამბავია!
სხვა ვინ რაში ხარჯავს ბიუჯეტის ფულს- ეს უჩემოდ არკვიეთ!!!
ყველას მოგაკითხავთ და მორალური ზიანის 50.000 ლარს დაგადებინებთ, რომელიც წნორის ბავშვთა სახლს გადაერიცხება!” – წერს მოროშკინა.