“ჩემთვის ძალიან პრინციპულია სამართლიანობა. მე ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბეც, რთული პერიოდიც, მაგრამ გავიზარდე ისე, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ და მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, არასდროს უნდა შევხედო წარმატებულ ადამიანს ცუდი თვალით, არ უნდა შემეხარბოს მისი, არასდროს უნდა მოვიპარო.. შესაბამისად, ეს კონკრეტული შემთხვევები, ეს ხომ ჩემი საკუთარი მიწები არაა, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის, თითოეული თქვენგანის ქონება არის და როდესაც ხდება მიწების დატაცება, როდესაც ხდება უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია… ”
კახა კალაძე – თბილისის მერი
“რუსთავი 2”