aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აჭამეს, ასვეს და ცოცხალ კედლად დაყვებოდნენ… ესენი დაიკიდა და რა მე, რა სოფო?!” – ნიკა გვარამია გრიგოლ ვაშაძეს აკრიტიკებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსლის საშუალებით “ნაცმოძრაობის” ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის საკითხს ეხმიანება.

“მეტრონომი” ნიკ გვარამიას კრიტიკულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ზოგიერთი ჩემი ბვშვობის მეგობარი, მთლად სიღრმეებში შევიდა და რუსულ ნარატივზე ალაპარაკდა. ჩემს რუსულ ნარატივზე. პარალელურად ზარიც არ ჩათვალა საჭიროდ ჩემი და სოფოს მოსაკითხად. ვაშაძე საერთოდ გადადგა, უდროო დროს და სრულიად უადგილოდ, მე ვიტყოდი, საეჭვოდ უდროოდ და საეჭვოდ უადგილოდ.

და, ჰოი საოცრებავ, მე დამგმო თავის გადადგომის განცხადებაში, ვითომ რამე კავშირში ვიყო მის პარტიასთან. რამე კავშირში, გარდა იმისა, რომ 10%-იანი რეიტინგით ჩავიბარე და ისე “გავაპატიოსნე” საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო. მოუგო 7-მილიარდიან ივანიშვილს.

ძალიან კარგად იცის ივანიშვილმა ან ის არჩევნები ვინ მოუგო (კი წამართვა რ2 მაგის მერე) და ეს ბოლო არჩევნებიც ვინ მოუგო, ესეც გადასარევად იცის (ახლაც რამეს გვიზამს, უეჭველად). არც ვაშაძეს მოვუკითხივართ, ზარიც არ გამოუშვია, ცოცხლები ხო ხართო, არც უკითხვას. არ უკითხავს იმ დიასახლისისთვის, რომელსაც ხშირად სტურობდა.

თუმცა რა ჩენი მოკითხვა, თავისი გადადგომის ტყუილებით სავსე ტექსტში ქუთაისელ აქტივისტებსაც კი არ გადაუხადა მადლობა, ზედ რომ გადაგყვნენ და საკუთარ სახლებში აცხოვრეს, აჭამეს, ასვეს და ცოცხალ კედლად დაყვებოდნენ, რომ ხელი არავის დაეკარებინა. ესენი დაიკიდა და რა მე, რა სოფო?!”, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზები განმარტა. როგორც ვაშაძე წერს, პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა. ამასთან, როგორც ვაშაძემ თქვა, მას არ შეუძლია იყოს იქ, სადაც შეცდომებზე სწავლის სურვილი არ აქვს. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო.

 

იტვირთბა....