ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმიანება.
როგორც ექსპერტი თავისივე პოსტში წერს, მოქალაქეებმა უბრალოდ მოინდომეს მიწის შემოღობვა, რაც არაკანონიერია.
„არავინ რჩება ქუჩაში, მიწაზე არავინ ცხოვრობს და ნუ ქმნით არასწორ ილუზიებს, სირცხვილია!
იქ არის მიწა, უბრალო მიწა, იქ ვინც არის ყველას აქს სახლი, არავინ რჩება ქუჩაში, უბრალოდ მოინდომეს მიწა და შემოღობეს.
ეს არის სიმართლე და დანარჩენი რასაც საუბრობთ, არის – კინო!“, – წერს ლატარია.
შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.