ახალი ამბები კულტურა მთავარი

„შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“ – ანა კალანდაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მის ლექსს აქვეყნებს 

დღეს ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის დაბადების დღეა.

ის 1924 წწლის 15 დეკემბერს, ოზირგეთის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა.

პოეტის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე მის ლექსს აქვეყნებს:

„შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…
ა.კ“.
იტვირთბა....