“გრიგოლ ვაშაძის წასვლის შემდეგ ძალიან დიდ რყევებს არ ველოდები. ვიღაც შეიძლება წავიდეს ან წამოვიდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ერთ ადამიანზეა აგებული. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილი და „ქართულ ოცნებაში“- ბიძინა ივაშვილია. მთელი პარტიაც რომ წავიდეს, მიხეილ სააკაშვილს ქუჩიდან შეუძლია ჩაანაცვლოს „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო ბიძინა ივანიშვილს – „ქართული ოცნება“, ამის არაერთი მაგალითი გვინახავს.”
გია ხუხაშვილი – ანალიიტკოსი
აღნიშნულით ხუხაშვილი “ინტერპრესნიუსთან” ენმ-დან გრიგოლ ვაშაძის წასვლას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პარტია დატოვა. ვაშაძე წერს, რომ პარტიის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მის გარშემო ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა.