ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს ვიცი ზუსტად, არასდროს ვჭორაობ ასეთ თემებზე” – სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, “ბიძნა ივანიშვილის შიკრიკები, წინა დღეებში თითოეულ დეპუტატს პარლამენტში შესასვლელად ისტერიულად სთავაზობდნენ 2-დან 3 მილიონ დოლარამდე ნაღდ ფულს.” მისივე თქმით, ამ ადამიანებმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეს და საზოგადოებას აჩვენეს, რომ ივანიშვილი ყოვლის შემძლე არ არის და ფულით ყველაფრის ყიდვა არ შეიძლება. ამის შესახებ მან “ფეისბუქ-ლაივის” დროს განაცხადა.

“მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ოპოზიციის თითოეულ წევრს და სინამდვილეში გამარჯვებული თითოეული კოალიციის წევრს, რომელიც არ შევიდა “ბუტკაში”, არ შევიდა ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ უკანონო პარლამენტში. საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს, ეს არის უკანონო ორგანო, იმ დასკვნებისა და ლაპარაკის ფონზე, იმის ფონზე, რომ თითოეულ დეპუტატს ისტერიულად სთავაზობდნენ 2-დან 3 მილიონ დოლარამდე ნაღდ ფულს, წინა დღეებში, ივანიშვილის შიკრიკები.

ეს ვიცი ზუსტად, მე არასდროს არ ვჭორაობ ასეთ თემებზე და ამ ხალხის უმეტესობა, ბევრი ადამიანი არის ხელმოკლე, მე მათ ვიცნობ და ვიცი, რა ხალხიც არის. მათთვის ის ხელფასი, რამდენიმე ათასი ლარიც დიდი თანხაა ამ ხელმოკლეობის პირობებში. ამ ხალხმა, პარლამენტის ამ წევრებმა გადაწყვიტეს დამდგარიყვნენ ქართველი ხალხის გვერდით. ეს ჩემი აზრით, არის სამოქალაქო გმირობა. აღმოჩნდა, რომ ივანიშვილი არ არის ყოვლის შემძლე. შეიძლება ბევრი რამე იყიდოს, მაგრამ არის რაღაცები და ვიღაცები, ვინც არ იყიდება და თითოეულ ამ ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

იტვირთბა....