ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელი ადმინისტრაციის (FDA)მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ოთხ მოხალისეს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „Pfizer-ის“ ვაქცინა გაიკეთეს, „ბელის“ დამბლა განუვითარდა.
როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, დამბლის განვითარება ვაქცინას არ უკავშრდება.
“მე რა ინფორმციაც მაქვს, დაზუსტდა და დამბლის შემთხვევები ზოგადად სტატისტიკურად რაც ფიქსირდება, მას არ აღემატება, ვაქცინასთან კავშირი არ დასტურდება… კვლევა გრძელდება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “პრაიმტაიმთან.”
შეგახსენებთ, აშშ-ში ოთხ მოხალისეს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „Pfizer-ის“ ვაქცინა გაიკეთეს, „ბელის“ დამბლა განუვითარდა. აღნიშნული დაავადებისას სახის კუნთები სუსტდება. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.