მთავარი ციტატა

“ორადორი სცენარი არსებობს მოვლენათა განვითარების… სხვა სცენარი ბუნებაში არ არსებობს”- ალეკო ელისაშვილი

“ორადორი სცენარი არსებობს მოვლენათა განვითარების. პირველი, ან “ქართული ოცნება” აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაზეც პრინციპში შეთანხმებული ვართ. ამას ვაწერთ ხელს, კრიზისი განიმუხტება, ქვეყანა ამოისუნთქებს და გრძელდება საპარლამენტო საქმიანობა. მეორეა, თუ ასე არ მოხდა, ყველაფერი მიდის რევოლუციური სცენარით. ვისაც უნდა მოლაპარაკების ჩაშლა, იმათ უნდათ ვითარების ამღვრევა, იმედი აქვთ, რომ გაზაფხულზე სიღატაკით და კორონავირუსით გატანჯული ხალხი გამოვა და იქნება რევოლუცია გამოვიდეს. სხვა სცენარი ბუნებაში არ არსებობს.”

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი

ამის შესახებ ელისაშვილმა “დღის ამბებში” განაცხადა.

შეგახსენებთ, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარალებები მიმდინარეობს. თუმცა, დღეს დაგეგმილი მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებები გაურკვეველი მიზეზით ჩაიშალა.

იტვირთბა....