წულუკიანი მაგონებს ფაშისტური გერმანიის ოფიცერს, რომელიც ადამიანებს ცინიკური ღიმილით მიუძღვებოდა გაზის კამერისაკენ – ასე გამოეხმაურა “ლეიბორისტული პარტიის” წევრი გიორგი გუგავა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას.
“როდესაც ადამიანი საუბრობს, საკუთარ დამოკიდებულებებზე ადამიანების მიმართ, მოვლენების მიმართ, წარმოაჩენს საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში ქალბატონმა წულუკიანმა მთლიანად წარმოაჩინა საკუთარი სახე, საკუთარი კომპლექსები. წულუკიანი მაგონებს ფაშისტური გერმანიის ოფიცერს, რომელიც ადამიანებს ცინიკური ღიმილით მიუძღვებოდა გაზის კამერისაკენ და დიდი სიამოვნებით დღეს რომ იყოს ეს სამსახური, ამის საშუალება რომ ჰქონდეს წულუკიანი ამას გააკეთებდა აუცილებლად. მითუმეტეს ტრადიციით მოსდევს მას, მის მამას გამოტანილი აქვს 26 ადამიანზე დახვრეტის განაჩენი და არ არის გასაკვირი, რომ ასეთი კომპლექსები ჰქონდეს”, – განაცხადა გუგავამ.