მთავარი ციტატა

“ნიკა გვარამიაზე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, მისი ისტერიკა არის ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე”- წულუკიანი

“ნიკა გვარამიაზე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მისი პერფორმანსები, თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა, არის ყოფილი, სამწუხაროდ, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. ეს არის მძიმე სანახაობა პიროვნულად, ადამიანურად.”

თეა წულუკიანი – განათლების კომიტეტის თავმჯდომარე

აღნიშნულით თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ განაცადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ელჩების პოზიცია არის ანტიქართული, რის გამოც ბოდიში უნდა მოიხადონ. მოგვიანებით გვარამიამ გაავრცელა ინფრომაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, განახორციელა ზარი ვაშინგტონშიც და კიევშიც და კატეგორიულად მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის არ დანიშვნა არცერთ თანამდებობაზე.

 

იტვირთბა....