“გამოსავალი არის მოლაპარაკებებში, შეთანხმებაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების გაგრძელებას. რესურსი ნამდვილად არსებობს, ამიტომ სჯობს, დროულად, ყველამ ადეკვატური შეფასება გავაკეთოთ. გვესმის რომ აბსოლუტური დათმობა არ მოხდება, უნდა იყოს ისეთი შეთავაზება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის.”
გიორგი ვაშაძე – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი
ამის შესახებ ვაშაძემ “დღის ამბებში” განაცხადა.
შეგახსენებთ, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარალებები მიმდინარეობს. თუმცა, დღეს დაგეგმილი მეხუთე რაუნდის მოლაპარაკებები გაურკვეველი მიზეზით ჩაიშალა.