“სიტყვა რევოლუციას იყენებს იმისათვის, რომ რაღაცნაირად შეაშინონ ადამიანები. თითქოს რევოლუცია არის ისეთი რაღაც, რომ ქუჩაში ხოცვას დავიწყებთ. არჩევნები მიითვისეს, მოიპარეს. ასეთ დროს ქვეყანაში დგება პოლიტიკური კრიზისი და ამის განმუხტვის გზა არის არჩევები.”
ზურაბ ჯაფარიძე – “გირჩის” ლიდერი
ამის შესახებ ჯაფარიძემ “დღის ამბებში” ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ვითარების კრიზისში შეყვანას მთელი ამ დროის მანძილზე ყოველდღიურად ცდილობდა, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში PVT-ს სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.
შეგახსენებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.