გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 დეკემბერს ქუთაისში დღისით +13 გრადუსსა და მცირე მოღრუბლულობას პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10. სინოპტიკოსები ბათუმში +19 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში, ღამით კი +13 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 იქნება. სოხუმში +18 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +7 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. ამბროლაურში ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში +12 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში მზიანი ამინდია ნავარაუდევი, აქ +10 გრადუსია მოსალოდნელი. ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში +3 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +7 გრადუსი და მცირე მოღრუბლულობაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღე იქნება. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. ომალოში მცირე მოღრუბლულობას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი არის ნავარაუდევი.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი არის მოსალოდნელი.
+7 გრადუსი და მცირე მოღრუბლულობაა ნავარაუდევი გურჯაანში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +6 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.
რუსთავში, დღისით ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსამდე იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.