„ცალკეულ შემთხვევებში, მკაფიოდ განვსაზღვრეთ, რას უნდა მოხმარდეს ჩვენი ფული… მაგალითად, სულ მცირე, 70 000 ოჯახისთვის დამატებითი, მიზნობირვი სოციალური დახმარების უზრუნველყოფა, სულ მცირე 30 000 კომპანიისთვის, პანდემიის პირობებში, თანამშრომლების შენარჩუნების ხელშეწყობა და საავადმყოფოებისთვის 150 რეანიმაციული საწოლის გადაცემა“.
კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
მისი თქმით, პანდემიის დაწყებისთანავე, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა, Covid-19-თან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად, შეძლო დაახლოებით 1.5 მლრდ. ლარის მობილიზება.