ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს მანდატს… „გირჩის“ მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას” – მეგრელიშვილი

მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს თავის მანდატს ანუ არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი დღევანდელ პარლამენტში, „გირჩის“ მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ.

მეგრელიშვილის თქმით, მაგიდაზე დევს 4 წინადადება. ერთ წინადადება არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთან დაკავშირებითც არ არსებობს განსხვავებული აზრი, შესაბამისად, პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკება გრძელდება.

„მთელი ოპოზიცია არის ერთიანი. მეორე საკითხია ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი. ეს საკითხი უმრავლესობისთვის არის მთავარი საკითხი, გარდა „გირჩისა“. „გირჩი“ ამ მოლაპარაკებებში როდესაც ჩავერთეთ, ვთქვით, რომ ეს საკითხი შესაძლებელია გაიცვალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხში. მესამე საკითხია როგორ არ უნდა მოიპარონ შემდგომში არჩევნები ანუ როგორ უნდა გამოსწორდეს ცესკო ისე, რომ მისი ნდობა იყოს შესაძლებელი. მეოთხე საკითხი არის პროპორციული არჩევნები ყველა დონეზე და ყოველთვის, როგორც ადგილობრივი, ისე საპარლამენტო. ეს საკითხი, ჩვენ ყოველთვის წარმოგვედგინა, რომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მეორე საკითხი, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებსა და პლებისციტს. საქმე ის არის, რომ მეოთხე საკითხთან მიმართებით, წინადადება არის არასრულფასოვანი ანუ ბოლომდე ისეთი არ არის, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით შევხვდებოდით. ამ წინადადების მიხედვით, ბარიერი კვლავ იარსებებს 3%-იანი, ხოლო შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები უფრო პროპორციული გახდება. 40/10 -ზე სქემაა შემოთავაზებული თბილისის საკრებულოში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებდით სრულად პროპორციულ არჩევნებს, გამოვიდოდით და ღიად ვიტყოდით, რომ პროპორციული არჩევნების დადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის გაუგებარი პლებისციტი ან ასეთ კრიზისულ ვითარებაში ახალი არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

იტვირთბა....