ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რომელმა მხარემაც არ უნდა გაიმარჯვოს ამ ტიპის დაპირისპირებაში, ეს იქნება პიროსის გამარჯვება” – ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს საკუთარი სიმართლის დამტკიცების ბოლო ინსტრუმენტი – საგამოძიებო კომისია და დადოს “საბრალდებო დასკვნა”.

როგორც ხუხაშვილი აღნიშნავს, რიგგარეშე არჩევნები, რის მიღწევასაც ისინი ცდილობენ, მაღალი ალბათობით ამ გზითაც გარდაუვალია ნაკლები სახელმწიფოებრივი რისკებით.

“რომელმა მხარემაც არ უნდა გაიმარჯვოს ამ ტიპის დაპირისპირებაში, ეს იქნება პიროსის გამარჯვება.
ვიღაცა მიიღებს ძალაუფლებას, ჩვენ კი მივიღებთ კრიტიკულად დასუსტებულ სახელმწიფოს.
ამიტომ, ორივე მხარემ უნდა აღიაროს, რომ კრიზისის გადალახვა დღეს არის შეუძლებელი.
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოძებნონ დროებითი ზავის ფორმულა პოლიტიკური პროცესის საპარლამენტო ფორმატში გადატანით.
ოპოზიციამ გამოიყენოს საკუთარი სიმართლის დამტკიცების ბოლო ინსტრუმენტი – საგამოძიებო კომისია და დადოს “საბრალდებო დასკვნა”.
რიგგარეშე არჩევნები, რის მიღწევასაც ისინი ცდილობენ, მაღალი ალბათობით ამ გზითაც გარდაუვალია ნაკლები სახელმწიფოებრივი რისკებით.
ორივე მხარემ ნაკლები იფიქროს სახის შენარჩუნებაზე და მეტი ქართულ სახელმწიფოზე, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს…”, – წერს ხუხაშვილი.

იტვირთბა....