ახალი ამბები მთავარი

“მარტო იმ დროის წარმოდგენით ვცხოვრობ, როდის იქნება, ხალხი რომ გამოგათრევთ თქვენი კაბინეტებიდან” – გამზარდია

იმ სახელმწიფო მოხელე-ეპიდემიოლოგებს სულ არ აღელვებთ, როგორ ცხოვრობს ხალხი ლოქდაუნის პირობებში და ახლა კიდევ ახალ მავნებლობას ცდილობენ, არ მოვხსნათ შეზღუდვები 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდეო – ამის შესახებ, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს.

“ხელისუფლებაც, ოღონდ მავნებლობისათვის მწვანე შუქი აუნთონ და ახლა ჯერ ეს ჯანდაცვის მოხელეები აალაპარაკა, გამოაგდო თემა, რომ შემდეგ კვლავ ნულოვანი დისკომფორტის რეჟიმში გააგრძელოს ავტორიტარიზმი და მავნებლობა.

მარტო იმ დროის წარმოდგენით ვცხოვრობ, როდის იქნება, ხალხი რომ გამოგათრევთ თქვენი კაბინეტებიდან მთელ მოხელეებს და როგორ ჩაგტენიან ნაგვის ყუთებში ამდენი მავნებლობისათვის.

დააყენეთ ერთი ადგილი და ხალხს მიეცით საშუალება, მცირედად მაინც ამოისუნთქონ და გაიხსენონ რომ ადამიანები არიან”, – წერს გამზარდია.

იტვირთბა....