ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში სოციალურად დაუცველ ოჯახს ოროთახიანი ხის სახლი დაეწვა

ზუგდიდში სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაეწვა. შემთხვევა ტერენტი გრანელის ქუჩაზე სამუშიების ოჯახში მოხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამუშიების თქმით, საოჯახო ნივთების და სურსათ-სანოვაგეს გადარჩენა ვერ მოახერხეს. მათ სამი მცირე წლოვანი შვილი ჰყავთ.

როგორც ოჯახი ვარაუდობს, ცეცხლი ელექტრო სადენებს გაუჩნდა.

„ოროთახიანი პატარა ხის სახლი იყო და ძალიან სწრაფად დაიწვა. ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ, არაფერი დაგვრჩა საერთოდ. ლოგინადმყოფი ბებია გვყავს და მის ოთახში გაჩნდა ცეცხლი. მეზობლებს, რომ არ გამოეყვანათ დაიწვებოდა. სამი მცირე წლოვანი შვილი მყავს, წელიწადნახევრის და 5 წლის ბიჭები. ხანძარი, სავარაუდოდ, მელოგინე ბებიას ოთახში გაჩნდა, ჩვენ გარეთ ვიყავით. მეზობლებს, რომ არ გამოეყვანათ დაიწვებოდა. ახლა ბებია ნათესავებმა დროებით წაიყვანეს. ქირით უნდა გადავიდეთ, მაგრამ სოციალურად დაუცველები ვართ და გადახდა ძალიან გაგვიჭირდება“, – ამბობენ სამუშიები.

იტვირთბა....