ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია COVID-19-ის რეინფიცირების მაჩვენებლები და იმუნური სისტემის მდგრადობა – კულუმბეგოვის განმარტება

თითოეული ადამიანის მდგომარეობასა და იმუნური სტატუსის პასუხს განსაზღვრავს, ის თუ როგორი იქნება მახსოვრობა ვირუსის მიმართ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეინფიცირების მაჩვენებლების და იმუნური სისტემის მდგრადობის შესახებ, სამედიცინო მტკიცებულებებით გამყარებული ზუსტი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის.

“სამედიცინო მტკიცებულებებით გამყარებული ზუსტი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ არის. ბევრი რამ ცვალებადია. თარიღები მერყეობს ხოლმე, თუ რამდენ ხანს შეიძლება დარჩეს მყარი იმუნიტეტი. ბოლო პერიოდის კვირების განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, 6-8 თვე ყველაზე ოპტიმალურ ვადად ისახება, თუმცა მიმდევარი, რომელიც აკვირდება ინფიცირების შემთხვევებს, გვეუბნება, რომ დაახლოებით 28-მდე დადასტურებული რეინფიცირების შემთხვევაა. ამიტომ, თითოეული ადამიანის მდგომარეობასა და იმუნური სტატუსის პასუხს განსაზღვრავს, ის თუ როგორი იქნება მახსოვრობა ვირუსის მიმართ”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

იტვირთბა....