“ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად, მოლაპარაკებებს წერტილი, ირაკლი კობახიძის განცხადებებით დაუსვა – ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიზე აცხადებს.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ხელისუფლება, მოლაპარაკებების პარალელურად, ოპოზიციაზე მუქარას და შანტაჟს ახორციელებს.
“იქნება თუ არა მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, ამის შესახებ, ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ არ შემიძლია დავადასტურო ან უარვყო.
ამ მოლაპარაკებების პარალელურად ხელისუფლება ბატონი კობახიძის სახით, ღიად ემუქრება ოპოზიციას. მათ შორის ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” მოუხსნის რეგისტრაციას, ასევე მცირე პარტიებს ეუბნება, რომ „მე არ მაინტერესებს თქვენ შემოხვალთ თუ არა პარლამენტში, ცვლილებებს მაინც მივიღებთ, ვინც შემოვა დაფინანსებას მიიღებს და ვინც არ შემოვა ვერ მიიღებს“. ანუ მოლაპარაკებების პარალელურ რეჟიმში მუქარა და შანტაჟი გაგრძელდა ხელისუფლებიდან ოპოზიციის მისამართით, რაც რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად, მოლაპარაკებებს წერტილი, ირაკლი კობახიძის განცხადებებით დაუსვა, შესაბამისად ამ მოლაპარაკებებიდან, ნამდვილად, არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი”