ვინც გრიპზე იყო აცრილი, კორონავირუსის მიმდინარეობა შედარებით მსუბუქი ჰქონდა და ადვილად გადაიტანეს ეს დაავადება – ამის შესახებ, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემა “დილის შოუში” განაცხადა.
როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, სადაც იცავდნენ სოციალურ დისტანციას, ატარებდნენ პირბადეს და ვაქცინაცია ტარდებოდა, გრიპის გავრცელების უპრეცედენტოდ დაბალი შემთხვევები დაფიქსირდა
„გრიპის გავრცელების თვალსაზრისით, სამყარო „ამოტრიალებულია“. როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარია, სამხრეთში ზაფხულია და პირიქით. როცა ჩვენთან ზაფხული იყო, ბრაზილიაში, არგენტინაში, ახალ ზელანდიაში და ა.შ. იყო ზამთარი. შესაბამისად, სადაც იცავდნენ სოციალურ დისტანციას, ატარებდნენ პირბადეს და ვაქცინაცია ტარდებოდა, გრიპის გავრცელების უპრეცედენტოდ დაბალი შემთხვევები დაფიქსირდა.
ამავე დროს, ვინც გრიპზე იყო აცრილი, კორონავირუსის მიმდინარეობა შედარებით მსუბუქი ჰქონდა და ადვილად გადაიტანეს ეს დაავადება, იმ პაციენტებთან შედარებით, ვინც გრიპზე არ იყო აცრილი. გრიპის ვაქცინა არის იმისთვის, რომ ადამიანს გრიპი არ შეხვდეს, მაგრამ იმუნური სიტემა რეაგირებს ამ უცხო აგენტზე“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.