ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვაქცინაციის წყალობით კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულში გახდება შესაძლებელი” – შაჰინი

ვაქცინაციის წყალობით კორონავირუსის პანდემიაზე კონტროლის დამყარება 2021 წლის ზაფხულში გახდება შესაძლებელი – ამის შესახებ კომპანია BioNTech-ის დამფუძნებელმა, უგურ შაჰინმა განაცხადა.

ინფორმაციას FoxNews-ი ავრცელებს.

როგორც შაჰინმა აღნიშნა, კორონავირუსზე პირველი დიდი ზეგავლენა ვაქცინაციას აპრილში ექნება.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენების უფლება აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გასცა.

იტვირთბა....