ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ესებუა ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს 2 ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ტყვია, საჭმელი და თოკი” – ადვოკატი

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუას ადვოკატი, იოსებ ჯანაშია “ინტერპრესნიუსთან აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნივთები, რომელიც დაკავებისას აღმოუჩინეს, ჩაუდეს.

„ამბობს, რომ მანქანის საბარგულში ჩაუდეს, ორი დღე იდგა სამსახურთან მანქანა და საბარგული არ იკეტებოდა, ჩადებულია ორი ხელყუმბარა, ჟანგიანი 100 ცალი ტყვია, საჭმელი და თოკი. პოლიციის ვერსიაა, არის რომ თავის ძმასთან მიჰქონდა, მაგრამ გზაში დააკავეს. თუ თავის ძმასთან მიჰქონდა, თვალთვალი რატომ არ გააგრძელეს და რატომ არ გაყვნენ ბოლომდე?! იქნებ მართლა შემდგარიყო ეს კონტაქტი. უბრალოდ რაღაც უაზრო თემაა. ცხადია, რომ ჩაუდეს“,- განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

ცნობისთვის, დღეს სამართლდამცველებმა ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

იტვირთბა....