“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში, “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ხოშტარია წერს, დისკუსიას, რომელზეც ელისაშვილი საუბრობს თვითონაც ესწრებოდა.
“როგორი წვრილმანი მატყუარა და მავნებელი ‘გვყოლია უბეში’. ამ დისკუსიას მეც ვესწრებოდი და ამ ჭორიკანას ვერ დავუთმობ ადამიანზე ტყუილების ლაპარაკს.
როდესაც იკითხა, გამაგებინეთ არშესვლით რა ხდება და თავს შევწირავო ბატონმა მამუკამ, უპასუხა გრძელი და ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი გამოსვლით. ხშირად არ მქონია მამუკასთან ურთიერთობა და მეც სულ ვაკვირდები და ვუსმენ.
პირველი რაც თქვა, ბოიკოტი ჩემთვის რამე ტაქტიკა და ვაჭრობა კი არ არისო, არის ღირებულებითი, მორალური პოზიციაო. გაყალბდა ეს არ ერჩევნებიო და ამოსავალი წერტილი ეს არისო. შინაგან რწმენას ვერ ვუღალატებო. ჩათვალეთ ომში ვართ და უნდა ვიბრძოლოთ და ერთმანეთი გავიტანოთო.
აი ეს სიტყვები ესე ბინძურად მოატრიალა ამ მატყუარა მავნებელმა, რომელიც პირდაპირ ნაცვლიშვილის მესიჯბოქსში ჩაჯდა
საერთოდ არ ღირს ყურადღებად ეს ადამიანი, მაგრამ ვერ მოვითმენ ასეთ დაუმსახურებელ ტალახის სროლას”, – წერს ხოშტარია.