ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციას აქვს ორი სტრატეგია…” – გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ოპოზიციას აქვს ორი სტრატეგია.

როგორც გამზარდია აღნიშნავს, ან უნდა მიიღონ არჩევნების” “განახლებული” შედეგები და შევიდნენ პარლამენტში ან არ მიიღოს “სამართლიანი არჩევნების” ბოლო მაჩვენებელი, უნდობლობა გამოუცხადოს, ხელისუფლება კი დაადანაშაულოს ზეწოლით მიღებულ “მაჩვენებლებში”, დიქტატსა და ძალაუფლების ბოროტად სარგებლობაში.

“ოპოზიციას აქვს ორი სტრატეგია:
პირველი, მიიღოს “სამართლიანი არჩევნების” “განახლებული” შედეგები და შევიდეს პარლამენტში, მოითხოვოს ამ ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, რადგან მას მოჰყვა პროცესი. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია მნიშვნელოვნად დაიხევს უკან ამომრჩეველთან მიმართებაში, თუმცა, რამდენადმე შეიძლება ე.წ. ფასილიტატორებთან გაიუმჯობესოს პოზიციები.
მეორე, არ მიიღოს “სამართლიანი არჩევნების” ბოლო მაჩვენებელი, უნდობლობა გამოუცხადოს, ხელისუფლება კი დაადანაშაულოს ზეწოლით მიღებულ “მაჩვენებლებში”, დიქტატსა და ძალაუფლების ბოროტად სარგებლობაში. შექმნას კიდევ უფრო აქტიური პოლიტიკური კლიმატი ხელისუფლების წინააღმდეგ, საბოლოოდ თქვას უარი პარლამენტში შესვლაზე და დროულად გააფორმოს სამართლებრივად. ამ შემთხვევაში, ოპოზიცია მეტად რეაბილიტირდება ამომრჩეველთან, თუ კი შეძლებს სათნადო პოლიტიკური კლიმატის შექმნას, თუმცა, სავარაუდოდ, უკან დაიხევს “ფასილიტატორებთან” კომუნიკაციაში.
ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებასთან უახლოესი რაუნდი შეხვედრის უნდა გადადოს, რადგან ამ ტენდენციით, ხელისუფლება აღარ წავა არსებით დათმობებზე, თუ შიდა პოლიტიკური კლიმატის გამძაფრებას ვერ შეძლებს ოპოზიცია”, – წერს გამზარდია.

იტვირთბა....