“საქართველოში ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს სასწრაფოდ და არა გაზაფხულზე, როგორც გვპირდება დღევანდელი ხელისუფლება. გაზაფხულზე უკვე ყველას მოხდილი გვექნება ან ღმერთმა დაგვიფაროს, წამსვლელი უკვე წასული იქნება იმ ქვეყანაში. გაზაფხულზე არის ის სიტუაცია, როდესაც პანდემია მთავრდება მთელ მსოფლიოში, ესენი მაშინ იწყებენ აცრას. ამასთანავე, აცრა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. თუმცა ვიმეორებ, ჯობია იყოს საყოველთაო და რაღაცა მოგონილი ზღაპრები ვრცელდება ხელისუფლებიდან, რომ თურმე ჩიპს ჩაგვიდგამენ აცრების დროს. მეტი რაღა ჩიპი უნდა ჩაგიდგან. მესამედ რომ მისცემს ადამიანი „ქართულ ოცნებას” ხმას, იმას ჩიპიც აქვს ჩადგმული და უბედურება სჭირს. მეტი რაღა დაჩიპვა გინდათ, დაბიძინებული ვართ.”
შალვა ნათელაშვილი – “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი
ამის შესახებ ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.