“არ მინდა საჯაროდ ზურაბ ჯაფარიძის კრიტიკა, მე ვერიდები ამას. მე მგონია, რომ ის ცდება, მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა ჩემი აზრით, ამ ყველაფერი. პროცესი გვაჩვენებს. გირჩი 4 წლის წინ იყო პარლამენტში ვერშესული, გამოგდებული ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც ფული არ ჰქონდა და დასაშლელად იყო განწირული. ამ ერთობამ, ფაქტობრივად სამი ადამიანის ერთობამ, შესძლო ის, რომ 3% აიღო ფაქტობრივად, ფულის და დანახარჯების გარეშე ამ არჩევნებში. თუ ზურაბ ჯაფარიძე ამას თვლის წარუმატებლად, მე მგონია, რომ ეს არასწორია, თუ თვლის ამას მხოლოდ საკუთარ ღვაწლად, ასევე არასწორია.”
იაგო ხვიჩია – “გირჩის” თავმჯდომარე
ამის შესახებ ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.