ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ინდოეთში გამოვლენილი უცნობი დაავადების შესახებ დამატებითი ცნობები ვრცელდება

Hindustan Times-ის ინფორმაციით, ინდოეთის ქალაქ ელურუს მკვიდრთა მასობრივი ავადმყოფობის ერთ-ერთ მიზეზად მძიმე ლითონებითა და საკვებში აღმოჩენილი პესტიციდებით მოწამვლა სახელდება.

ანდრა-პრადეშის მთავრობის მთავარი მინისტრის, ჯაგანმოჰამა რედის განცხადებით, ბოსტნეულში ჭარბი რაოდენობით პესტიციდებისა და ჰერბიციდების ნარჩენები აღმოჩნდა

“კვების ეროვნულმა ინსტიტუტმა ბრინჯში ვერცხლისწყლის კვალი აღმოაჩინა, ხოლო ბოსტნეულში ჭარბი რაოდენობით პესტიციდებისა და ჰერბიციდების ნარჩენები აღმოჩნდა. გარდა ამისა, დაავადებულთა სისხლში ორგანოფოსფატების ნარჩენებს მიაკვლიეს”, – ჯაგანმოჰამა რედიმ.

იტვირთბა....