“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ISFED საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, “ნორმალურ ქვეყანაში დიდი ამბავი ატყდებოდა და გამოძიება დაიწყებოდა.”
“1. როგორ გაიგეს კობახიძე/მდინარაძემ ISFED -ის ცდომილებაზე და ოპოზიციას შემოუცურეს როგორც გადათვლის მექანიზმი:
2. ეს არის ფარული მიყურადებისა და დახურულ მონაცემთა ბაზაში შეღწევის ღია მაგალითი;
3. ამ ამბავზე ნორმალურ ქვეყანაში დიდი ამბავი ატყდებოდა და გამოძიება დაიწყებოდა;
4. 8 პროცენტიანი დისბალანსი ოქმებში არ გამქრალა, რაც რამდენიმე პროცენტს ისედაც ცდება;
5. ISFED არ ითვლის ხმებს, ითვლის ოქმებს. ამავე დროს, გასაჩივრებული ოქმებიც არ დაუკმაყოფილეს.
ეს არის მთავარი და არა ქოცების და მათთან გათანაბრებული ადამიანების ჟრიამული”, – წერს დეკანოიძე.
ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნებმა“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. მათივე ცნობით, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.