აშშ თავის მოქალაქეებს ტერორისტული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. ამის შესახებ რეკომენდაცია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, იმ ამერიკელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან.
რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ისეთი ექსტრემისტული დაჯგუფებები, როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”, “ალ ქაიდა”, “ბოკო ჰარამი” და სხვა, სხვადასხვა რეგიონში თავდასხმებს გეგმავენ.
გაფრთხილება საფრთხის შესახებ მომავალი წლის 24 თებერვლამდე იქნება ძალაში.
ამერიკელებს მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ საჯარო თავშეყრის ადგილებში,და სატრანსპორტო საშუალებებში.
შეგახსენებთ, მსგავსი გაფრთხილება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა, როდესაც ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში თავდასხმების სერია განხორციელდა.
იტვირთბა....