“დღეს ახალი სამწუხარო ფურცელია საქართველოს ისტორიაში, როდესაც პოლიტიკური, სოციალური და სამედიცინო კრიზისის ფონზე, გვყავს ერთპარტიული პარლამენტი, არასდროს არ ყოფილა ესეთი რამ საქართველოში, იმიტომ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა, რომ დღეს 88 სხვადასხვა სახის ადამიანი მჯდარიყო ბიძინას პარლამენტში? ეს არის კატასტროფა.”
ნოდარ ხარშილაძე – სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი
შეგახსენებთ, დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.