ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე მანდატების დატოვებაზე “რესპუბლიკელების” გადაწყვეტილებას ეხმიანება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე რესპუბლიკელების გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მოლაპარაკებების დასრულებამდე არ აპირებს დეპუტატის მანდატზე უარის თქმას.

დეკანოიძის შეფასებით, მთავარი არის ის, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს და არ მიანიჭეს დღეს პარლამენტს ლეგიტიმაცია, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობისთვის.

“იმაში, რომ მოლაპარაკებები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არის ის გზა, რომელიც ოპოზიციამ აირჩია თავიდანვე, ამაშიც ვეთანხმები რესპუბლიკელებს, მაგრამ ის, რომ თუ არავინ არ შევიდა პარლამენტში და რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ლუკაშენკოს გზას დაადგა და ბიძინა ივანიშვილი დაადგა თავიდან ბოლომდე დიქტატურის გზას, დარწმუნებულ ვარ, რომ რესპუბლიკური პარტია არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას პარლამენტს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ “რესპუბლიკური პარტია განმარტავს კიდევ უფრო დეტალურად თავის პოზიციას”.

შეგახსენებთ, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. დღევანდელ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს პარტია “გირჩის”, “მოქალაქეებისა” და “რესპუბლიკელების” წარმომადგენლებმა.

იტვირთბა....