ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციის დღევანდელი შეკრების მიზანი ჰგავს სპექტაკლს, რომელშიც მონაწილეობის მიღება არ გვინდა”- ხვიჩია

“სიიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, ვერ მოხსნიან. კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატებმა უნდა დავწეროთ განცხადება პარლამენტის მანდატის მოხსნის შესახებ. თავისი შინაარსით ოპოზიციის დღევანდელი შეკრების მიზანი ჰგავს სპექტაკლს, რომელშიც მონაწილეობის მიღება არ გვინდა.”

იაგო ხვიჩია – “გირჩის” ლიდერი

ამის შესახებ ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

შეგახსენებთ, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს პარტია “გირჩის”, “მოქალაქეებისა” და “რესპუბლიკელების” წარმომადგენლებმა

იტვირთბა....